ისან-სამგორის რაიონი
“ისანი-სამგორის” რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა
საზღვრის საწყისია “არსენალსა” და “ელია”-ს დასახლებას შორის არსებული ხევის რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილი, საიდანაც საზღვარი მთლიანად მოიცავს რკინიგზის ხაზს და მიჰყვება მას თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ მიჰყვება თელავის ქუჩის ღერძს ქეთევან წამებულის (შაუმიანის ქ.) გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ და გასდევს ქეთევან წამებულის გამზირის ღერძს 300 არაგველის აღმართის დასაწყისამდე, სადაც უხვევს მარცხნივ და 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით წარმოსახვითი სწორით მიემართება მდინარე მტკვარის ღერძამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე მტკვრის ღერძს პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, უხვევს და მარჯვნივ იტოვებს რესტორან კრწანისს ავტოსადგომით და უერთდება გორგასლის ქუჩის ღერძს; აქედან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს ბევრეთის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და გასდევს მას ბევრეთის ქუჩის ბოლო წერტილამდე, შემდეგ საზღვარი აუვლის კარიერს ჩრდილოეთის მხრიდან, მიუყვება თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე*;
- საზღვარი დიდგორის რაიონთან
უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე, შემდეგ უხვევს სამხრეთისაკენ 2.0 კმ. მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”) “თელეთის” ქედამდე ----------
საზღვარი გარდაბნის რაიონთან
-------------- ამის შემდეგ საზღვარი ზიგზაგისებურად მიემართება სამხრეთ-დასავლეთის ძირითადი მიმართლებით 5 კმ-ზე, მოიტოვებს ჩრდილოეთით “თელეთის” ქედს და გადაკვეთს ტაბახმელა-წალასყურის გზას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ აუყვება თხემს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით “თელეთის” ქედამდე 971,1 მ-იან ნიშნულამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 4 კმ-ზე. აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება “თელეთის” ქედს 7 კმ-ზე. სოფ. “ქვემო თელეთამდე”. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოუყვება საავტომობილო გზას 2 კმ-ზე თბილისი-მარნეულის საავტომობილო მაგისტრალამდე. ეს საზღვარი ემთხვევა ქ. “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს”.
შემდეგ საზღვარი აკეთებს რკალს “სოღანლუღის” დასახლების სამხრეთით და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 2 კმ მაძილზე (460,7 მ.).
ამის შემდეგ ჩამოუყვება სამხრეთის მიმართულებით 2 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის სარკინიგზო მაგისტრალს და უხვევს აღმოსავლეთით 2 კმ-
------------------------------------------------------
* “თბილისის ძველ ადმინისტრაციული საზღვრის” ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება ადმინისტრაციული საზღვარი რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე
ზე სოფ. “ფონიჭალას” სამხრეთით. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება “ფონიჭალას” განაშენიანების გასწვრივ 1.0 კმ-ზე. შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაკვეთს მდ. “მტკვარს,” აუვლის გვერდს 31 ქარხნის აეროდრომის ტერიტორიას და უერთდება მდ. “ლოჭინს,” ამის შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 20 კმ-ზე მდ. “ლოჭინის” ხევით “ზემო სამგორის არხამდე”. ეს საზღავრი ემთხვევა გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 2 კმ-ზე “ზემო სამგორის” არხის მიმართულებით, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე მიდის თბილისი-მარტყოფის ძველ საავტომობილო გზამდე. ამის შემდეგ საზღვარი იღებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას 3 კმ მანძილზე მთა “წელუბნამდე”, გაივლის მას, მიუყვება ტყის კონტურს 5 კმ-ზე, შემდეგ უერთდება დაბა “დიდი ლილოსა” და სოფ. “ქვიშიანის” (ყოფილი “ლენინისის”) საავტომობილო გზას და სამხრეთ-დასავლეთით მიმართულებით ზიგზაგისებურად 4 კმ-ზე უერთდება “კვირჩხობის ხევს“ 658 მ-იან ნიშნულამდე. სოფ. “ქვიშიანსა” (ყოფილი “ლენინისს”) და სოფ. “წითელუბანს” მოიტოვებს სამხრეთით. ეს საზღვარი მიუყვება “დიდი ლილოს” საკრებულოს ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთის მიმართულებით 3 კმ-ზე “კვირიკობის ხევამდე”
- საზღვარი გლდანი-ნაძალადევის რაიონთან
საზღვარი მიუყვება “კვირიკობის ხევს” 1 კმ-ს მანძილზე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიემართება 4,5 კმ-ს მანძილზე სოფ. “წელუბანში” მიმავალ გზამდე, მიჰყვება გზას და უერთდება “პატარა ლილოს”-კენ მიმავალ გზას, იქვე უხვევს აღმოსავლეთისაკენ 1 კმ-ს მანძილზე, უხვევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 0,5 კმ-ს მანძილზე და უერთდება “თბილისის ზღვის” გარშემოსავლელ გზას, შემოუვლის წყალსაცავს “ვარკეთილის” მიმართულებით და გაუყვება გზას დასავლეთისაკენ წერტილამდე, სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი კვეთს გზის ღერძს. აქედან საზღვარი სწორი ხაზით აუყვება ფერდს სამხრეთ-დასავლეთით მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურამდე,
- საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან
აქ საზღვარი უერთდება მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურს, მიჰყვება მას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და მახათას მთის წყალგამყოფი ქედით უერთდება “არსენალისა” და “ელია”ს დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, გასდევს მას და რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილში უერთდება საწყის წერტილს.
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=98
No comments:
Post a Comment