მთავარი

       პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ , ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო ისნის რაიონის მოსახლეობის სიღარიბე, ქუჩაში მოსიარულეთა დაფიქრებული, გაწამებული სახეები, უფერო ჩაცმულობა და ბოლოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში გარევაჭრობით შეიქმნილი უსახური გარემო. ამ პროექტმა გვიბიძგა რომ მოგვეძიებინა რაიონის ისტორული წარსული…


ისნის რაიონი -ძველად 26 კომისრის სახელობის რაიონი

მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. რაიონს ესაზღვრება: დიდუბე ჩუღურეთის , სამგორის , ძველი თბილისის , მთაწმინდა - კრწანისის და გლდანი- ნაძალადევის რაიონები.
რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულია 30 დიდი სამრეწველო საწარმო, შპს და სააქციო საზოგადოება, 19 სამედიცინო დაწესებულება, 6 უმაღლესი სასწავლებელი, 30 სკოლა, 2 საავადმყოფო, 2 ჰოსპიტალი, 15 -მდე საბავშო ბაღი. რაიონში მდებარეობს 4 მეტრო სადგური: ავლაბარი,  300 არაგველი, ისანი და სამგორი. 2 პროსპექტი: მოსკოვისა და ქეთევან წამებულის
             პროექტის ფარგლებში დავინტერესდით რაიონის უახლოესი წარსულით, ეკოლოგიური მდგომარეობით, მოსახლეობის პრობლემებით და ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა.
               როგორც აღმოჩნდა, რაონი ითვლებოდა სამრეწველო რაიონად. აქ თავმოყრილი იყო ყველა დიდი ფაბრიკა–ქარხანა (30–ზე  მეტი). იქ ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო პროდუქცია იგზავნებოდა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში. ამ ობიექტების კვლევით დავადგინეთ, რომ მათი უმრავლესობა აღარ არსებობს, ან სახეშეცვლილია და აღარ ასაქმებს ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სამუშაო, ეს არის გარევაჭრობა, სახელობო საქმიანობა, რომელიც დროებით, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს. სწორედ ამან გამოიწვია უკომენტაროდ  შემოგვთავაზოთ ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურობა.
           ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას მხოლოდ რწმენა აძლებინებს, ამ სიდუხჭირის დასაძლევად XX ს–ის მიწურულს დაიწყო ეკლესია–მონასწტრების მშენებლობა. ისნის რაიონის ტერიოტრიაზე აშენდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა გიორგის, ცხრა ყრმა კოლელთა სახელობის, იოაკიმე და ანას სახელობის  ტაძრები.

No comments:

Post a Comment